Saturday, July 8, 2017

მეცხრე დღის რეფლექსია.

დღევანდელი დღეეტად საინტერესო იყოდღეს დამთავრდა ჩვენი ტრენინგი მოვისმინეთ და ვნახეთ ერთმანეთის პრეზენტაციები და მივიღეთ რჩევები როგორც კოლეგებისაგან ასევე ტრენერისაგ.დიდი მადლობა ქალბატონ ლალი გიგაურს ასეთი საინტერესო დაუღალავიმუშაობისათვის მთელი ტრენინგის მანძილზე.

Wednesday, July 5, 2017

მეშვიდე დღის რეფლექსია

დღეს გადავხედეთ მოს წავლის სავარაუდო ნაშრომს და მივიღეთ ტრენერისაგან უკუკავშირი.ვისწავლეთ დრაივზე მოთავსებული პრეზენტაციის ბლოგზე გამოქვეყნება. მივიღეთ დავალებად შეფასების რუბრიკის და პროექტის გეგმის შაბლონის დასრულება.

Monday, July 3, 2017

მოსწავლის პრეზენტაცია

მეექვსე დღის რეფლექსია

დღე საინტერესოდ დაიწყო, მივიღეთ საჭირო მითითებები მოსწავლის ნაშრომთან დაკავშირებით. ვისწავლეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის პრეზენტაციისთვის საჭირო სლაიდების, სქემები, დიაგრამების გაკეთება. მივიღეთ შესაბამისი დავალებები.

Sunday, June 25, 2017

მეხუთე დღის რეფლექსია.

     ვიმუშავთ საშინაო დავალების იგვლივ. მოვახდინეთ პროექტის იდეისა და მიზნების კორექტირება, ასევე შესწორება შევიტანეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებში. გავეცანით შეფასების დროის ჩარჩოს. შევარჩიეთ ჩვენი პროექტისთვის შესაბამისი პუნქტები. გავაკეთეთ მოკლე მონახაზი შეფასების დროის ჩარჩოს ირგვლივ. გავიხსენეთ "გუგლ-დრაივში" მუშაობის პრინციპი. გავუზიარეთ ჩვენი ნამუშევრები ერთმანეთს.
     დღევანდელი ტრენინგი მეტად საიტერესოდ წარიმართა.

Friday, June 23, 2017

მეოთხე დღის რეფლექსია

გავიმეორეთ წინა ტრენინგზე ნასწავლი მასალა.თვალი გადავავლეთ ერთმანეთის ნამუშევრებს და მოვახდინეთ მათი განხილვა.დღეს კი ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო კითხვებზე.თანდათან უფრო საინტერესო ხდება ჩვენი ტრენინგი,მადლობა ქ.ლალის.

მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები

ზოგადი კითხვა

როგორ გვეხმარება მათემატიკა ბიზნესის წარმართვაში

თემატური კითხვა

. რა აუცილებელი ფაქტორებია გასათვალისწინებელი რომ მოგებაზე გავიდეს მეწარმე.
. რამდენად მომგებიანია ნივრის მოყვანა საქართველოში.
შინაარსობრივი კითხვა
. როგორ გამოითვლება მარკუთხედის, კვადრატის ფართობი.
. ფართობის საზომი რა ერთეულები არსებობს.

Sunday, June 11, 2017

მესამე რეფლექსია

მოვნახეთ სტანდარტები.გავითვალისწინეთ 21-ე საუკუნის უნარები. აგრეთვე დავიწყეთ პროექტის მიზნებზე მუშაობა.დღევანდელი ტრენინგი ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო.

პროექტის მიზნები

.  მოსწავლეები შეძლებენ ისტ-ის ან ბეჭდვდითი მედიის საშუალებით მოიძიონ ინფორმაცია ნივრის მოვლის მოყვანის რეალიზაციის შესახებ.
.  მატემატიკის გაკვეთილზე ნასწავლი ფართობის ცნების,ფართობის ერთეულების მასის ერთეულების გამოყენებით ჩაატარებენ შესაბამის გამოთვლებს.
. მოსწავლეები წარმოადგენენ ნივრის მოვლა,მოყვანის ტექნელოგიურ ცხრილს 1-ჰა-ზე გადაანგარიშებით.
. გააკეთებენ ანალიზს ნივრის მცირე ბიზნესში თანხისა და ფართობის რაციონალურად გამოყენების შესახებ.
. აააგებენ კვლევაზე დაფუძნებულ შესაბამის გრაფიკს.
. გააკეთებენ პრეზენტაციას ნივრის ბიზნესით დაინტერესებული პირებისათვის .

სტანდარტები და 21-ე საუკუნის უნარები.



მათ. VI.10.  პრობლემის გადაჭრისას მოსწავლეს შეუძლია ბრტყელი ფიგურის ფართობის გამოთვლა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      ფარავს ბრტყელ ფიგურას კვადრატული ერთგვაროვანი ბადით და აფასებს მის ფართობს (მაგალითად, ითვლის ფიგურის მთლიანად დასაფარავად საჭირო კვადრატების მინიმალურ რაოდენობას და მათგან ფიგურის შიგნით მოთავსებულ კვადრატების რაოდენობებს და აფასებს ფართობს, როგორც ამ ორ რიცხვს შორის მოთავსებულ სიდიდეს);
·      რეალურ ვითარებაში პოულობს მართკუთხა ობიექტის (მაგალითად საკლასო ოთახის იატაკი) ფართობს და შედეგს წარმოადგენს შესაფერის ერთეულებში (მათ შორის წილადების გამოყენებით);
·      იყენებს ფართობის ადიციურობას ფართობის გამოთვლაზე პრაქტიკული ამოცანების გადასაჭრელად. 


                          21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები

●     შემოქმედებითი იდეების პრაქტიკული გამოცდა ინოვაციურ სფეროში, მასში ეფექტური და რეალური წვლილის შესატანად.
●     მიზნობრივი კითხვების ფორმულირება და დასმა სხვადასხვა მოსაზრების
გასაცნობად და უკეთესი გადაწყვეტილებების მისაღებად;
●      პასუხისმგებლობების გაზიარება მუშაობის პროცესში.
●      ინფორმაციის ეფექტურად და ეფექტიანად მოპოვება, კრიტიკული და კომპეტენტური შეფასება, ინფორმაციის ზუსტად და შემოქმედებითად გამოყენება მოცემულ საკითხთან თუ პრობლემასთან დაკავშირებით;


Sunday, June 4, 2017

მეორე დღის რეფლექსია

დღევანდელი ტრენინგით კმაყოფილი ვარ, რადგან ვისწავლე ბლოგის შექმნა.ვისწავლე დრაივზე შესვლა.ვისწავლე საქაღალდის შექმნა.შევქმენი ჩემი პორტფოლიო.

პროექტის იდეა

ნიორი, როგორც საკვები ძალიან სასარგებლოა ადამიანის ჯანმრთელობისათვის. ნიორის მოყვანა 5000 წლის წინ დაიწყეს და  დღემდე აქტიურად იყენებენ მას. ის შეიცავს ეთერზეთებს და გამოიყენება როგორც ანტისეპტიკური საშუალება. მისი ბოლქვი შეიცავს წყალს, აზოტოვან ნივთიერებებს.მოსწავლეები შეიმუშავებენ რეკომენდაციებს ნივრის თესვისა და მოვლის შესახებ. დაადგენენ მინიმალურ ფართობზე რა მაქსიმალური მოგება შეიძლება მიიღონ.შექმნიან საინფორმაციო ბუკლეტებს და დაურიგებენ მოსახლეობას.